Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი 2024

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აცხადებს 2024  წლის გაზაფხულის სემესტრის  ფსიქოლოგიის კოლოკვიუმში  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას.

 

ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი (Psychocoll) არის თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო მოხსენებათა ყოველსემეტრული სერია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.

კოლოკვიუმის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაცნობა/პოპულარიზება და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დოქტორანტურის სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა. ამასთანავე, კოლოკვიუმი ღიაა ფსიქოლოგიასა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისათვის, რომელთა კვლევითი ინტერესებიც ეხება ფსიქოლოგიის აქტუალურ სამეცნიერო პრობლემატიკას.

 

მონაწილეობის მსურველებმა 26 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

ფსიქოლოგიის კოლოკვიუმზე მომხსენებელი უნდა იყოს დოქტორანტი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

 

კოლოკვიუმზე მოხსენების დროის შეთანხმება ხდება ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურთან.

 

კოლოკვიუმის ფორმატი ითვალისწინებს სამეცნიერო დისკუსიას.

დასწრება თავისუფალია.

თარიღი: 02/05/2024